გასულ იანვარს 4.0 ვერსიის გამოშვების შემდეგ, ჩვენ გავაგრძელეთ PBS-ის განვითარებაზე მუშაობა, დავამატეთ როგორც შესწორებები, ასევე გაუმჯობესებები. მოხარულები ვართ, რომ გაგიზიაროთ ისინი, ასე რომ, აი, რა მოგიმზადეთ 4.1 ვერსიის განახლებისთვის.
ფორმატირების ზოლის გაუმჯობესებები
უახლესი 4.1 განახლება ტექსტის ფორმატირების ზოლს უკავშირდება. უამრავი ხარვეზის გამოსწორების გარდა, ჩვენ ასევე გავაუმჯობესეთ ზოლის ზოგიერთი დეტალი, რამაც PBS-თან თქვენი მუშაობა უფრო შეუფერხებელი და ეფექტური უნდა გახადოს.
ფერის ამრჩევის განახლებები
PBS-ის ადრეულ ვერსიებში ფერის ამრჩევთან დაკავშირებული იყო გარკვეული პრობლემები, რაც რედაქტირების პროცესში უხერხულობას ქმნიდა, კერძოდ ტექსტისა და ტექსტის ფერის რედაქტირებისას. თუმცა v4.1-ისთვის ჩვენ ეს საკითხი მოვაგვარეთ და შევიტანეთ ახალი კორექტირებები ტექსტის უპრობლემოდ რედაქტირებისთვის.
- ფერის მეტი ნიმუში ფერის უფრო მარტივად ასარჩევად
- ფერის ამრჩევი ახლა აჩვენებს გამჭვირვალობას
- შეცდომების გასწორება ტექსტის ფერის რედაქტირებასთან დაკავშირებით
ტექსტის ფორმატირების განახლებები
ადრე გვქონდა რამდენიმე ღილაკი, რომლებზეც მნიშვნელობის გასაზრდელად განმეორებით უნდა დაგეწკაპუნებინათ, ხოლო შესამცირებლად — გეჭირათ CTRL/CMD და ისე დაგეწკაპუნებინათ. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ეს ინტუიციური იყო, მაგრამ მომხმარებლების თქმით, ეს არ იყო აშკარა. ამ განახლებაში ჩვენ ეს შეუსაბამობები გამოვასწორეთ.
- ხაზის სიმაღლეზე წვდომა ახლა უფრო მარტივია: გადააადგილეთ სლაიდერი სასურველი ზომის დასარეგულირებლად, ან უბრალოდ შეიყვანეთ სასურველი ზომა მითითებულ ველში
- შრიფტის ზომის ღილაკი გაიყო ორ ღილაკად: შემცირება და გაზრდა უფრო მარტივი გამოყენებისთვის
- შრიფტის ზომის გაზრდა/შემცირება ასევე უფრო ხელმისაწვდომია, ახლა უკვე px საზომი ერთეულით უფრო მარტივი რედაქტირებისთვის. ადრე ის აჩვენებდა ერთეულს „x“, რაც სინამდვილეში არაფერს ნიშნავდა
- მარცხნივ/ცენტრში/მარჯვნივ/სიგანეზე სწორების ღილაკები ახლა დაჯგუფებულია, რათა შემცირდეს ნაჩვენები ღილაკების რაოდენობა
- ღილაკი „ფორმატირების გასუფთავება“ ახლა ასუფთავებს სხვა სტილებსაც (მაგალითად, ხაზის სიმაღლეს), რასაც ადრე არ აკეთებდა
ჰორიზონტალური გამყოფის გაუმჯობესებები
ადრე ჰორიზონტალურ გამყოფთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იქმნებოდა. ზოგიერთ თემაში ჰორიზონტალური გამყოფები იმდენად პატარა იყო, რომ მათზე დაწკაპუნება რთული იყო. ამის გამოსასწორებლად, ჩვენ ამოვიღეთ ჰორიზონტალური გამყოფი ფორმატირების ზოლიდან და გადავაქციეთ დამოუკიდებელ ელემენტად. გარდა ამისა, ახლა უკვე შეგიძლიათ შეცვალოთ გამყოფის ფერები ფერის ამრჩევის საშუალებითაც.
მომავალი განახლებები: რა ელის PBS-ს?
როგორც ვთქვით, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ახალი ფუნქციები (და მეტი განახლება) დამუშავების პროცესში. გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას იმისა, თუ რას გიმზადებთ მომავალში:
- Google Fonts (როგორც იქნა!)
- ჩვენ განვიხილავთ იდეას, რომ ტექსტის ფორმატირების ზოლი იყოს იმაზე მეტი, ვიდრე მხოლოდ ტექსტის ფორმატირების ადგილი. რა მოხდება, თუ ღილაკები შეიცვლება მიმდინარე კონტექსტის მიხედვით? მაგალითად, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ვერტიკალური სწორების ღილაკი გამოჩნდებოდა სვეტის შიგნით ტექსტის რედაქტირებისას.
რას ისურვებდით PBS-ის მომავალ განახლებებში?
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ PBS-ის გასაუმჯობესებლად, ასე რომ, თუ რაიმე წინადადება გაქვთ, მოგვწერეთ! გაქვთ რაიმე ფუნქციის მოთხოვნა, რომლის დამატებასაც ისურვებდით ჩვენს მზარდ სიაში? კიდევ რაიმე ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მიმდინარე ვერსიაში დახვეწას საჭიროებს? შეგვატყობინეთ ქვემოთ კომენტარებში!
საიტის სასიამოვნო შექმნას გისურვებთ!