არსებითად, თეთრი სივრცე (whitespace), თავისი ყველაზე მარტივი განმარტებით, არის კომპოზიციის ყველა ელემენტის გარშემო და მათ შორის არსებული სივრცე, რომელიც თავისუფალია. ეს არ არის ეკრანის სივრცის უბრალო ფლანგვა, როგორც ვებსაიტების მფლობელთა უმეტესობას ჰგონია. სწორად გამოყენებისას, თეთრ სივრცეს ნამდვილად შეუძლია სარგებლის მოტანა პროდუქტის უკეთ წარმოსაჩენად. ის კარგი დიზაინის შექმნის მნიშვნელოვანი გასაღებია და ვებსაიტს ყოველმხრივ აუმჯობესებს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელი „თეთრი სივრცე“ თეთრ ფერზე მიანიშნებს, ის ყოველთვის არ არის აუცილებელი პირდაპირი მნიშვნელობით თეთრი იყოს. თეთრი სივრცე სინამდვილეში შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის — მას შეიძლება ჰქონდეს შეუმჩნეველი პატერნი ან ტექსტურაც კი. ეს არის არეალი, რომელზეც არ გსურთ მზერის ფოკუსირება. სხვაგვარად მას ნეგატიურ სივრცესაც
მაშ, რატომ არის თეთრი სივრცე მნიშვნელოვანი?

მიზეზი #1: აუმჯობესებს წაკითხვადობას
თეთრი სივრცე საბაზისო ხაზებსა და აბზაცებს შორის ადამიანებს საიტზე არსებული მთელი კონტენტის კომფორტულად წაკითხვაში ეხმარება. თქვენი საიტის მცირე დეტალების მორგებამ (როგორიცაა სტრიქონებს შორის დაშორება/ინტერლინიაჟი ან ასოებს შორის დაშორება) შეიძლება უდიდესი როლი ითამაშოს კითხვის გამარტივებაში.
მიზანია, თვალისთვის სასიამოვნო მაკეტების შექმნით ადამიანებს კითხვის გაგრძელების სურვილი გაუჩნდეთ.

მიზეზი #2: აჩქარებს ინტერაქციას
მოდით გულახდილები ვიყოთ: თქვენი ვიზიტორების უმეტესობას არ ექნება საკმარისი მოთმინება ვებსაიტების დათვალიერებისას ყველაფერი ზედმიწევნით შეისწავლოს. როდესაც ვებსაიტი გადატვირთულად გამოიყურება, ეს მომხმარებელს ყურადღებას უფანტავს და ხელს უშლის სასურველის პოვნაში.
თეთრი სივრცეები დამთვალიერებელს გვერდზე ორიენტირებაში უნდა დაეხმაროს. ყურადღებისთვის კონკურენტი ნაკლები ელემენტი და თეთრი სივრცეების სათანადო გამოყენება ხელს უშლის ყურადღების გაფანტვას, რაც ვიზიტორებს აფერხებს.

მიზეზი #3: მიმართავს ყურადღებას სწორი ელემენტებისკენ
თეთრ სივრცეს შეუძლია მისცეს მომხმარებლებს ვიზუალური მინიშნება იმის შესახებ, თუ სად უნდა გაამახვილონ ყურადღება. სწორად გამოყენებისას, თეთრი სივრცეები ხელს უწყობს ინფორმაციის ხაზგასმას და ყურადღების მიპყრობას თქვენს ვებსაიტზე არსებულ კონკრეტულ არეალზე.
გახსოვდეთ, თუ ყველაფერი გამოკვეთილია, არაფერი აღარ არის გამოკვეთილი.

მიზეზი #4: პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს
ვებსაიტის იერსახე და აღქმა კარგი პირველი შთაბეჭდილების მთავარი გასაღებია. კარგი პირველი შთაბეჭდილება ხშირად იწვევს ვიზიტის უფრო ხანგრძლივობას. ზედმეტად ცოტა თეთრმა სივრცემ შესაძლოა თქვენი ვებსაიტი იაფფასიანად და არასანდოდ გამოაჩინოს. ვიზიტორები არ მიიჩნევენ საიტს ან ბრენდს სანდოდ, თუ ის მიმზიდველად არ გამოიყურება. თეთრი სივრცის საკმარისი რაოდენობა ეხმარება თქვენი ვებსაიტისთვის სწორი ტონის შექმნას. თეთრი სივრცე შეიძლება იყოს ორიგინალურობის, სიახლის და ზოგჯერ ელეგანტურობის გადმოცემის საშუალება.
რჩევა: აი იდეა იმის შესახებ, თუ როგორ გახადოთ თქვენი ვებდიზაინი მარტივი და ნაცნობი.

მიზეზი #5: ეხმარება ამოსუნთქვის სივრცისა და ბალანსის შექმნაში
დაბალანსებული დიზაინი სიმეტრიულს არ ნიშნავს. დიდი დიზაინ-ელემენტი შეიძლება დაბალანსდეს რამდენიმე პატარათი. თეთრი სივრცის დამატება შესანიშნავი საშუალებაა თქვენს გვერდზე სხვადასხვა ზომის დიზაინის ელემენტების დასაბალანსებლად. შექმენით დინამიკა, რათა მომხმარებლის მზერა აქეთ-იქით არ იფანტებოდეს. კარგი დიზაინი უნდა ახერხებდეს მომხმარებლის გაძღოლას ერთი წერტილიდან მეორემდე ვიზიტორის დაბნევის გარეშე.
დასკვნა
შემდეგ ჯერზე, როდესაც ვებსაიტს ეწვევით და შეამჩნევთ, რომ იქ გარკვეული დროით დარჩით, დაფიქრდით, რამ გაიძულათ დარჩენა და წაკითხვა. ფიქრობთ, რომ სტრიქონებს შორის დაშორება სტატიის კითხვას აადვილებს? გიჩენთ ეს გამოცდილება ხელახლა დაბრუნების სურვილს? გაგიჭირდათ ნავიგაციის პოვნა?
დააკვირდით ვებსაიტზე თეთრი სივრცის სწორ გამოყენებას. თუ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება თქვენს ვებსაიტზეც იმუშაოს, ისწავლეთ გამოიყენოთ და მართოთ, თუ რამდენ ადგილს გამოყოფთ თქვენს ელემენტზე, სანამ არ იგრძნობთ, რომ გადმოეცით სწორი ტონი და წაკითხვადობა თქვენი ვებსაიტისთვის სასურველი „დინების“ შეწირვის გარეშე.
ნებისმიერი ვებსაიტის საბოლოო მიზანი კომუნიკაციაა. ვიზუალური მიმზიდველობა თქვენი ვებსაიტის წარმატების განუყოფელი ნაწილია.